ადვოკატი – პროკურატურამ მასალები სრულად გადმოგვცა, 3 ჩვენება გამქრალია

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს საგამოძიებო უწყებამ საქმის მასალები სრულად გადასცა, თუმცა 3 ჩვენება გამქრალია. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატები ავრცელებენ, მათი თქმით სამი მოწმიდან ერთის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია.

“საქმის მასალები გადმოგვეცა სრულად, თუმცა ამ საქმის მასალებში აკლია 3 მოწმის ჩვენება, ერთი არის “იმედის” კლინიკის თანამშრომელი, მეორე არის იმუნირებული პირი, რომელიც მეგი ბაქრაძესთან ერთად აიცრა და კიდევ ერთი, რომელიც ჩვენ მიერ არაა იდენტიფიცირებული. ერთი-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება, აქედანვე გვესმის მისი მნიშვნელობა, დანარჩენ ორზე ვარაუდების გამოთქმას აზრი არ აქვს, სანამ არ გავეცნობით.

პირადი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით ვიცი, რომ სამხარაულს უჭირს დასკვნის დაწერა, თუმცა რატომ, ეს არ ვიცი”, – თქვა ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ
შემდეგი სტატიასერგეენკო – რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა შემოვიდეს პარლამენტში