სერბეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ძაღლი აჩუქა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს სერბული ნაგაზი შარპლანინაცი (Šarplaninac) აჩუქა. ლეკვის სახელია პაშა და ის ოთხი თვისაა. ძაღლი, თავისი ტემპერამენტით და ხასიათით ძალიან გავს ქართულ ნაგაზს. ზრდასრული შარპლანინაცი 40 კილოს აღწევს, სიმაღლეში კი – 60 სანტიმეტრს.

სერბეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბელგრადში 17 იანვარს გაიმართა. მოლაპარაკებებზე მხარეებმა რუსულ-სერბული ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს.
ვლადიმირ პუტინს ორი ძაღლი ყავს, ერთი ბულგარეთის პრეზიდენტმა ბოიკო ბორისოვმა აჩუქა, მეორე კი იაპონიის აკიტას პრეფექტურის გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაროგორია რუსული საინფორმაციო მანქანა და რუსეთის აგენტურის საინფორმაციო ომი