როგორია რუსული საინფორმაციო მანქანა და რუსეთის აგენტურის საინფორმაციო ომი

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები და პირები გამოირჩევიან სიცრუის და დეზინფორმციულობის საარაკო მასშტაბებით და მიამიტი, საკითხის უცოდინარი ადამიანების გონებაზე მანიპულირების გამოცდილებით. ეს ამ ეტაპზე ყველაზე მძაფრად აისახება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ გაჩაღებული საინფორმაციო ომზე. მაგალითისთვის, საკმარისია ბოლო კვირის მანძილზე ინლიურ, რუსულ, უკრაინულ, იტლიურ, ბერძნულ ენებზე (ეს რაც ჩემთვის ცნობილია, შესაძლოა სია სრული არცაა) გავრცელებული ყალბი ცნობა, რომ თითქოს საქართველოს ეკლესია მხარს არ უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას და იზიარებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას. ეს საინფორმაციო სააგენტოები ეყრდნობოდნენ ახალაქალაქისა დ კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ქართულ ენაზე გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებას, სადაც ხსენებული მეუფე ნეგატიურ დამოკიდებულბას ღიად აფიქსირებს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიისადმი. მაგრამ მიტრ. ნიკოლოზის აზრის საპირისპიროდ საქართველოს ეკლესიის არაერთმა მიტროპოლიტმა, მთავარეპისკოპოსმა და ეპისკოპოსმა დაადასტურა უკრინის ავტოკეფალური ეკლესიისადმი მხარდამჭერი და პოზიტიური განცხადებები, რომლებიც საერთაშორისო მედიაში არ გავრცელდა, რადგან არ გავრცელეს დაინტერესებულმა ძალებმა, ხოლო საქართვლოს ეკლესიის წმ. სინოდს ოფიციალური შეფასებითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ მიუღია. ძნელი არაა იმის გამოცნობა, რომ რუსულმა ძალებმა მიტრ. ნიკოლოზის პირადი განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და მასობრივად გაავრცელეს მთელს მსოფლიოში იმის სადემონსტრაციოდ, არიქა საქართველოს ეკლესია ჩვენი მომხრეა და უკრაინის და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მოწინააღმდეგეო.

კიდევ ერთი ფაქტი უნდა მოვიყვანოთ საკითხის საილუსტრაციოდ: ამას წინად მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა საიტმა დამახინჯებული სახით გამოაქვეყნა ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის წერილი, თითქოს იგი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიას. ეს მოსკოვური დეზინფორმაცია დაგმო ალბანეთის ეკლესიის ოფიციალურმა საინფორმაციო პორტალმა და გამოაქვეყნეს წერილის ავთენტური ვერსია.

ქართველ მოსახლეობასაც საქართველოში ღიად მოქმედი რუსული ძალების მიერ მიეწოდება ცრუ, გაზვიადებული, ტყუილ-მართლით შეზავებული ინფორმაციები, მათ შორის ასეთია ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადება, თითქოსდა საკითხის მცოდნე ექსპერტისგან, რომელიც პრორუსულმა ქართულმა სააგენტოებმა უკვე გაავრცელეს: “კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეს პროვოკაციული აქტი და ე.წ. “უკრაინის ტომოსი” უკვე დაგმეს:
* იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ;
* ანტიოქიის პატრიარქმა იოანე მეათემ;
* ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თეოდორე მეორემ;
* სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა;
* ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ;
* ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ;
* კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტემოს მეორემ;
* ვარშავისა და სრულიად პოლონეწთის მიტროპოლიტმა საბამ;
* ჩეხეთის და სლოვაკეთის მიტროპ ოლიტმა როსტისლავმა;
* ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიმ.
* რუმინეთის პატრიარქი დანიელი ემზადება განცხადების გასაკეთებლად.”

ამ დეზინფორმაციულ განცხადებაში მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი მწყემსთავრის სახელია ჩამოთვლილი, გარდა თავად პატრიარქ ბართლომეოსის და კირილესი და ჩვენი პატრიარქის, ილია მეორისა. რეალობა კი ისაა, რომ ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის 5 იანვრის გადაწყვეტილბას ღიად დაუპირისპირდა მხოლოდ ოთხი მამამთავარი, კარგად ცნობილი რუსული სატელიტი ეკლესიებისა: ანტიოქიის (სირიის) იოანე, სერბეთის ირინეოსი, პოლონეთის საბა, ჩეხეთ-სლოვაკეთის როსტისლავი. თუმცა ადგილობრივი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას სინოდის განჩინება წარმოადგენს, ამ მხრივ კი ერთსახოვანი ვითარება არც მაგ ეკლესიებშია. სხვა მამამთავრებს ოფიციალური აღიარების, თუ უარყოფის პოზიციები ჯერ არ გამოუცხადებიათ ტომოსის შესახებ. ხოლო იერუსლიმის, რუმინეთის, ელადის, ალბანეთის ეკლესიათა მეთაურებისაგან უკრაინის ეკლესიის აღიარების მესიჯები საკმაოდ მკვეთრად გაისმა და ოფიციალური დადგენილებიბიც სულ მალე გამოქვეყნდება, მიუხედვად იმისა რომ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ყველა ეკლესიის მიმართ ხორციელდება ტოტალური ზეწოლა და შანტაჟი.

ამავე დღეებში რუსულმა სატელიტმა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა არნო ხიდირბეგიშვილად წოდებულის სიცრუით სავსე პრორუსული პასკვილი, “თურქული ყულფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კისერზე”, რომელშიც იგი შეურაცხჰყოფს და ცილს სწამებს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და საქართველოს ეკლესიის შვიდ მღვდელმთავარს უკრაინის ეკლესიისადმი მხარდაჭერის გამო. ამ პასკვილში იმდენი ტყუილი და სისულელეა ჩაწერილი, რომ დეტალურ განხილვას სტატია არ ეყოფა, მონოგრაფია დასჭირდება, ბატონ არნოს ნაცოდვილარი კი ამდენ ჯაფას ნამდვილად არ იმსახურებს. ჩვეულ რუსულ საქმეს ტრადიციულად ემსახურებიან ასევე საინფორმაციო პორტალი “გეოვოლდ. ჯი” და გაზეთი “ასავალ-დასავალი”. რუსეთიდან მიღებული დავალებები მათ მიერ პირნათლად სრულდება. მაგრამ სად არის დამოუკიდებელი (?!) საქართველოს ხელისუფლება და მეხუთე კოლონას რატომ ეძლევა თავისუფალი ანტისახელმწიფოებივი და დეზინფომაციული ქმედებების საშუალება მტერი ქვეყნის სასარგებლოდ, მე ეს მაკვირვებს და მაშფოთებს. ხომ არ მიექნება საქართველო შავბნელი 1921 წლისკენ?!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშისერბეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ძაღლი აჩუქა
შემდეგი სტატიადედოფალ ელისაბედ II -ს მეუღლე პრინცი ფილიპი ავარიაში მოყვა