კიევის ოლქში სიცივისგან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

კიევის ოლქში გასულ შაბათ-კვირას, 17 და 18 ნოემბერს სიცივისგან ექვსი ადამიანი გარდაიცვალა – ოლქის პოლიციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. მათგან ოთხი ავტობუსების გაჩერებაზე გაიყინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სიცივისგან სიკვდილი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში ხდება. “ალკოჰოლი სხეულის ზედაპირზე სისხლძარღვებს აფართოვებს, რომლის გამოც, სხეული მალე კარგავს სითბოს, რომლის გამოც სისხლძარღვები შინაგან ორგანოებს სითბოს დაკარგვისგან ვერ იცავს. გარდა ამისა, ალკოჰოლი სიტუაციაზე კონტოლს აკარგვინებს, ასუსტებს დაზიანებებისგან დაცვის შესაძლებლობას. გაცივებას იწვევს, ასევე, არასაკმარისად თბილი, ან სველი ტანსაცმელი, ფეხზე მომდგარი ფეხსაცმელი” – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში – უკრაინული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშისექს-სკანდალის შემდეგ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ახალი კომიტეტი დაინიშნა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფო” ერთ-ერთი ბოლო სამაგრიდან გაყარეს