კონგოს მოქალაქე აფხაზეთში სხვისი პასპორტით აპირებდა შესვლას

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არასრულწლოვანი მოქალაქე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში უფროსი დის დოკუმენტებით აპირებდა შესვლას -ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრეს-მდივანი ავრცელებს.
სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ნაცნობებმა აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და უთხრეს, რომ მას აფხაზეთში მშობლების მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის გარეშე შეუძლია შესვლა. აღნიშნულ ფაქტზე კვლევა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისენატორი მაკკეინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით კმაყოფილია
შემდეგი სტატიამედვედევი ლუკაშენკოს აიძულებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას