საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება.

12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი – კ. აფხაზის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან – ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილისმე-19 კორპუსამდე იმოძრავებს.

აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზისმკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად დაკომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი