ნიკა მელია: ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი

“ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი” – “ენმ”–ს ლიდერმა ნიკა მელიამ, გადაცემაში “დღის სტუმარი” ხვალინდელი აქციის შესახებ ისაბურა.

“ხვალ იქნება ის, რაც იქნება მანამ, სანამ, არ დათმობს რეჟიმი ხალხის მიერ მიტაცებულ ძალაუფლებას, ვგულისხმობ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება, დიახაც, არა! ცარიელი რუსთაველის გამზირის ხილვას ვერ ეღირსება რეჟიმი, ყველაზე მეტად ხელისუფლებას ახლა ეშინია საპროტესტო აქციების, გამორიცხულია!

ერი არის სიმართლის მოლოდინში, სიმართლე არის ახლა ხალხის მხარეს, ხალხი ერი საზოგადოება რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ბრბოდ აღიქვამს, ბრბო გონია და ასე არ გაგრძელდება მისი პარპაში, ერთი გზა არის ახლა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ იმისთვის, რომ ვაიძულოთ რეჟიმი წავიდეს ისტორიულ დათმობაზე, კიდევ უფრო მწვავე უნდა გახდეს პროტესტი რუსთაველის გამზირზე, დადგება მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე და ამის შემდეგ მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლა,

ყველა ელჩი უნდა დარწმუნდეს იმაში რა უზნეო ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ვერ დარწმუნდება ხალხის პროტესტის გარეშე, რომ არა 20 ივნისი და რუსთაველის გამზირი, პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვერ მივიღებდით. დღეს ძალა არის ხალხში და ძალა არის რუსთაველის გამზირში. ოპოზიცია გზას არ გადაუხვევს.”,– თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: კოვიდის ვაქცინაზე 700 000 ადამიანისთვის წინასაწარი 4 მილიონი გადავრიცხეთ