ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ სხდომაზე 10 – წუთიანი შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

ხმაური სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებებს მოჰყვა. ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა.

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა “ევროპული საქართველოს” მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

დღევანდელ სხდომას ესწრებიან: ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიარ ვტოვებ სხდომას, მიდი, თამარ, გამაძევე! – ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება