საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ოპერატორები დაბალ ხელფასებს გააპროტესტებენ

18 მაისს, 10:00 საათზე, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან, საინფორმაციო სამსახურის – ‘მოამბის’ ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგო მიმართვას მედიას და არასამთავრობო სექტორს გააცნობენ. რიგორც ,,თაიმერს” მედიაში დასაქმებულთა პროპკავშირებიდან აცნობეს დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა.
მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მიმართავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დასაქმებულები გაფიცვის უფლებას იტოვებენ.

banner
წინა სტატიაში(video) ჯამალას სწორი არჩევანი
შემდეგი სტატიარუსუთის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა – ,,ევროვიზია 2016″-ის შედეგები არ შეიცვლება