რუსუთის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა – ,,ევროვიზია 2016″-ის შედეგები არ შეიცვლება

შურისძიების უშედეგო მცდელობა

JAMALA45

ევროპის სამაუწყებლო კავშირის გადაწყვეტილებით „ევროვიზია-2016“-ის შედეგები არ გადაიხედება. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომიტეტში მოთხოვნით პეტიცია შევიდა. პეტიცია, რომელსაც 300 000 ადამიანი აწერდა ხელს სავარაუდოდ რუსული მხარის მიერ იყო ორგანიზებული. ხელმომწერები ,,ევროვიზია 2016″ გამარჯვებულად უკრაინელი მომღერლის, ჯამალას დასახელებას აყენებენ ეჭვქვეშ. „უკრაინა არის და რჩება „ევროვიზია-2016“-ის გამარჯვებულად“. მოგწონთ თუ არა, უნდა მიიღოთ კონკურსის არსებული შედეგი, რომელიც შეესაბამება კონკურსის წესდებას. იმედს ვიტოვებთ განვაგრძობთ კონსტრუქციულ დიალოგს ევროვოზიის კონკურსის სრულყოფისათვის“ -ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ოპერატორები დაბალ ხელფასებს გააპროტესტებენ
შემდეგი სტატია,, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს შოუს დადგმა სჭირდებოდათ”