(video) ჯამალას სწორი არჩევანი

„მე დარწმუნებული ვიყავი ჩემი ქალიშვილის გამარჯვებაში, თუმცა ძალიან ვღელავდი მისი ჯანმრთელობის თაობაზე“- განაცხადა უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში „ევროვიზია- 2016“-ის გამარჯვებულის მომღერალ ჯამალას დედამ. გალინა ტუმასოვას თქმით, ჯამალას მიერ კონკურსისთვის შერჩეული სიმღერა არ იყო შემთხვევითი. ჯამალა გაიზარდა დეპორტირებულთა ოჯახში. მომავალი მომღერლის მშობლები შეუღლდნენ ყირგიზეთში. მათი ოჯახები დეპორტირებულნი იყვნენ 1944 წ. შუა აზიაში როგორც ყირიმელი თათრები. გალინა ტუმასოვას მშობლები სომხეთიდან, ხოლო ჯამალას მამის ალიმ ჯამალადინოვის ოჯახი -ყირიმიდან გადაასახლეს. ჯამალას დედამ საუბარში, აგრეთვე, აღნიშნა ის ფაქტი, რომ ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერა „1944“-ის შერჩევა,რომელიც ეძღვნება ყირიმელი თათრების ტრაგედიას, განაპირობა პროდიუსერ კონსტანტინე მელაძის მხარდაჭერამ.

https://youtu.be/WPzeL4lN55g

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძის განცხადებით კოალიცია „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად დაშლილია
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და ოპერატორები დაბალ ხელფასებს გააპროტესტებენ