საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების ქულები გამოქვეყნდა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ გასაუბრებაზე კომისიის წევრებისგან მიღებული ხმების ოქმები გამოაქვეყნა.

პარლამენტის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ სხდომა გუშინ გამართა, სადაც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია განიხილა და კანდიდატთა მოსაზრებები მოისმინა.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ნინო კაკაბაძემ 9 დადებითი ხმა მიიღო; ია მამალაძემ – 9 დადებითი; ზვიად დევდარიანმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბესიკ ლილუაშვილმა – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; იზაბელა ოსიპოვამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; დონარა შონავამ – 7 დადებითი, 2 უარყოფითი; ბაბუცა პატარაიამ – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; ზაზა შათირიშვილმა – 6 დადებითი, 3 უარყოფითი; მალხაზ ასლამაზაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია კობერიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ნათია სირაბიძემ – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ხატია ყურაშვილმა – 5 დადებითი, 4 უარყოფითი; ვლადიმერ ბოჟაძემ – 2 დადებითი, 7 უარყოფითი; დავით კორახაშვილმა – 9 უარყოფითი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს გუშინ გადაუგზავნა.

საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული გიორგი ზარანდიას გათავისუფლების საკითხზე მუშაობს
შემდეგი სტატიაშვედეთის შს მინისტრი – საქართველო მზად არის, შვედეთის ციხეებში მყოფი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს