შვედეთის შს მინისტრი – საქართველო მზად არის, შვედეთის ციხეებში მყოფი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს

საქართველო მზად არის, შვედეთის ციხეებში მყოფი ქართველები სამშობლოში დააბრუნოს – ამის შესახებ განცხადება შვედურ მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა გააკეთა.

როგორც Corren.se წერს, შესაბამისი შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება.

გამოცემის ცნობით, შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მორგან იოჰანსონმა და მისმა ქართველმა კოლეგამ გიორგი გახარიამ უკვე მოაწერეს ხელი ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თბილისი და სტოკჰოლმი საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობას გააფართოებენ.

როგორც მორგან იოჰანსონმა განაცხადა, შვედეთში გასამართლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები 10 წელი უშედეგოდ მიმდინარეობდა, თუმცა მისივე თქმით, გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ამ კუთხით გარღვევა მოხდა და ხელშეკრულებას ხელი ერთ -ორ თვეში მოეწერება, ძალაში კი დაუყოვნებლივ შევა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების ქულები გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა – სესიაშვილი