“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას საზღვრებზე მონიტორინგთან და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

აქედან გამომდინარე, ტიკარაძის განცხადებით, აქვს მოლოდინი, პროცესი სროლად კონტროლქვეშ იქნება.

„საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და ყველა შემთხვევის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, კვლავ არის ისეთი მოლოდინი, რომ ჩვენ პროცესი სრულად კონტროლზე გვექნება აყვანილი, ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები. აქედან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჭედლიშვილი : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ექსპერტებთან და ჩვენს უცხოელ დონორებთან ერთად ფიქრობს, თუ როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და რა შეიძლება გაკეთდეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება