გია ვოლსკი – ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება

როცა ფრენებსა და მიმოსვლაზე ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, ეჭვები შეიტანოს, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება.

„როცა ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, რასაკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია, რათა საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას. არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები. ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს ვითარება, სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. არავინ არის თვითმკვლელი. როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებსა და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება”
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე-რობოტი „პეპერი“ ელოდება მფლობელს, რომელიც მას გამოიყენებს