ნიკოლოზ მჭედლიშვილი : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ექსპერტებთან და ჩვენს უცხოელ დონორებთან ერთად ფიქრობს, თუ როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და რა შეიძლება გაკეთდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის გამოსვლა კრიზისიდან, როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა, მაგალითად როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და ის ნეგატიური შედეგები, რომელიც განსაკუთრებით ტურიზმის დაკარგვის თვალსაზრისით გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.
მისი თქმით შეხვედრაზე საუბარი იყო ქართული ეკონომიკის, შემოსავლების მდგომარეობაზე, ასევე როგორია სახელმწიფო ვალი.
„მე როგორც ვიცი, ეს შეკრებები გაგრძელდება, იქნება სექტორების მიხედვით კვლევის პრეზენტაცია. ასევე შედგება კვლავ ექსპერტების შეხვედრა და მიმოხილვა, რა მდგომარეობაა ქართულ ეკონომიკაში. მე ვიცი რომ, პრემიერ-მინისტრს აქვს ურთიერთობა უცხოელ ექსპერტებთან და პოსტკრიზისულ გეგმაზე მთავრობაში მიმდინარეობს მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის გამოსვლა კრიზისიდან და როგორ უნდა გადაეწყოს ეკონომიკა, მაგალითად როგორი უნდა იყოს პოსტკრიზისული ეკონომიკა და ის ნეგატიური შედეგები, რომელიც განსაკუთრებით ტურიზმის დაკარგვის თვალსაზრისით გვაქვს, რა შეიძლება გაკეთდეს. ამაზე ძალიან ბევრია საფიქრალი. პასუხები ცალსახა არ არის, მაგრამ ის, რომ ექსპერტული საზოგადოება, ჩვენი უცხოელი დონორები, USAID-ი და მთავრობა ფიქრობს ამაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა და უფრო დეტალიზებული დისკუსია გვექნება“, – განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ ანგურიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე – მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მუშაობა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კოვიდსიტუაციური პერიოდიდან
შემდეგი სტატია“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება”