უკრაინული მოძრაობა “ავტომაიდანის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი პოიარკოვმა განაცხადა, რომ უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინელი პოლიტიკოსების იდიოტებად გამოყვანას ცდილობს – ამის შესახებ “112 უკრაინას” ეთერში განაცხადა.
“მისი განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ შეურაცხგვყოს. ის – ჩვენი მტრის ინსტრუმენტია. პუტინმა უკრაინაში ყუმბარა ისროლა, რომელსაც ნადეჟდა სავჩენკო ქვია” – განაცხადა პოიარკოვმა.
მან დაამატა, რომ დეპუტატის ანტიუკრაინულ მოქმედებებს იუმორით უნდა დაუდგნენ წინ. “ყველას მოგიწოდებთ – ყველა საიტზე აჩვენეთ, როგორი სულელი და უმეცარია. ამდაგვარად ჩვენ გავანადგურებთ მტრის გეგმებს” – თქვა პოიარკოვმა ნადეჟდა სავჩენკოზე.