სავჩენკო სასამართლოზე ადვოკატების გარეშე წარსდგება

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც ბრალი ტერაქტის მომზადებაში ედება, სასამართლოს წინაშე, რომელიც 14 მაისს არის ჩანიშნული, ადვოკატების გარეშე წარსდგება – უკრაინული მედია წერს. მისმა ადვოკატებმა, ოლეგ სოლოვეიმ და დიმიტრი ბუგაიმ თქვეს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს დაცვაზე უარს აცხადებენ მისი დის, ვერას საქმეებში ჩარევის გამო. მხარეებმა შესაბამისი დოკუმენტი გააფორმეს. ნადეჟდა სავჩენომ ახალი ადვოკატის აყვანაზე უარი განაცხადა.
ვერა სავჩენკოს განცხადებით, მისმა დამ 17 კილო დაიკლო. ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობას აგრძელებს.
11 მაისს მას 37 წელი შეუსრულდა.

banner
წინა სტატიაშიFrightened Rabbit-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 43 პოლიციელი დაიღუპა