ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად 43 პოლიციელი დაიღუპა

მინიმუმ 43 პოლიციელი დაიღუპა და ათობით დაშავდა “თალიბანის” თავდასხმის შედეგად ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. შემთხვევა ფარახის პროვინციაში მოხდა.
ქვეყნის უშიშროების სამსახურების განცხადებით, ავღანეთში უკანასკნელ ხანებში თალიბები და “ისლამური სახელმწიფო” ძალიან გააქტიურდა.
ფარახი, რომელიც ირანს ესაზღვრება, ყაყაჩოს წარმოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადგილად ითვლება.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო სასამართლოზე ადვოკატების გარეშე წარსდგება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება