Frightened Rabbit-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს

Frightened Rabbit-ის ვოკალისტი გარდაცვლილი იპოვეს შოტლანდიაში ჯგუფ Frightened Rabbit-ის ვოკალისტი სკოტ ხატჩისონი გარდაცვლილი იპოვეს – 11 მაისს Associated Press-ი წერს. 36 წლის მუსიკოსის ცხედარი ედინბურგის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. მანამდე ის დაკარგულად ითვლებოდა. გაქრობამდე მუსიკოსმა “ტვიტერში” ორი პოსტი გამოაქვეყნა. “კეთილები იყავით ყველა იმათთან, ვინც გიყვართ. მე ამ დონის არასდროს ვყოფილვარ და ეს მკლავს. ჩაეხუტეთ თქვენს ახლობლებს” – წერდა ხატჩისონი. მორიგი ტვიტი იყო: “ახლა კი მე არ ვარ. მადლობა” – დაწერა მან და გაქრა. მისი ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ოჯახმა განცხადება გააკეთა, რომ მუსიკოსს დეპრესია ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიროკფელერების კოლექცია აუქციონზე 830 მილიონ დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიასავჩენკო სასამართლოზე ადვოკატების გარეშე წარსდგება