სავარაუდო კორუფცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში – არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურას მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

“მთის ამბების” საგამოძიებო რეპორტაჟში აღწერილია, ერთი ჯგუფი, ათობით წლით როგორ დაეპატრონა ბუნების უნიკალურ ძეგლებს – პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის, ოკაცეს და ბალდის კანიონებს, სათაფლიის ნაკრძალს. ამ ჯგუფის სათავეში ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან: დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელად ახლახან დანიშნული მამუკა მერკვილაძე.

წყარო:მთის ამბები

banner
წინა სტატიაშიიმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა –
შემდეგი სტატიაეს გადაწყვეტილება რაც თქვენ მიიღეთ, არის ანტიქართული, ანტიქალური – გოცირიძე