იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა –

მარკეტა გრეგოროვა “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება .

ევროპარლამენტარი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2023 წლის მარტის მოვლენების შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ მმართველი პარტია საკუთარ შეცდომას მიხვდა, თუმცა ახლა ოლიგარქის გუნდი მეორე წრეზე წავიდა.

“როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით. იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა…

ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას – ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, – მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს ქართული ოცნება, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით”, – წერს გრეგოროვა.

banner
წინა სტატიაშისიამოვნებით მოვისმენდი ევროკავშირის პრესსპიკერის შეფასებას კანონზე, რომელიც საფრანგეთმა უკვე მიიღო – სუბარი
შემდეგი სტატიასავარაუდო კორუფცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში – არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურას მიმართეს