„ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე”გირჩს” და “ოცნებას” მიმართა.
„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. მე ვხმარობ, პოლიტიკურ კლიშეს, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ენციკლოპედიაშიც შეგიძლიათ ნახოთ. პოლიტიკური იდიოტი არის პოლიტიკური პროცესის ამსახველი ტერმინი. გიკითხავთ, ენციკლოპედიიდან ამონარიდს: „პოლიტიკურ იდიოტებად ითვლებიან ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც მართულნი არიან ვიღაცების მიერ, მარიონეტები, ადვილად ასაყოლიებლები, ბრმა იარაღი მათი მიზნების შესრულების პროცესში“. ცოტა არ იყოს, რომანტიზებულია. გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ბრმა იარაღი აღმოჩნდნენ ვერაგი და გამობრძმედილი პოლიტიკოსების ხელში. თუ პოლიტიკური იდიოტების განმარტებას ამ ფორმით გავიგებთ, ეს ყველაზე კარგია, ვინაიდან გულუბრყვილოები ყოფილან და „ქართული ოცნების“ თვალში „გირჩის“ ინიციატივა და „გირჩი“ პოლიტიკური სასარგებლო იდიოტები არიან, თქვენთვის სასარგებლო საქმეს შეუწყვეს საქმე, ოპოზიციის თვალში არა სასარგებლო იდიოტებად გამოდიან. ეს პოლიტიკური ტერმინებია. დავუშვათ, ესენი არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, როგორც პოლიტიკური იდიოტების კონტექსტში განიხილება ხოლმე. ისინი იტყვიან, ჩვენ ვართ პრაგმატული მოვაჭრეები, ჩვენთვის პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობა. ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი ახლა ერთი ქალი ხმას არ მოგცემთ.
ეს გადაწყვეტილება რაც თქვენ მიიღეთ, არის ანტიქართული, ანტიქალური. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის მასკულინური, მუსკულიანი კაცების საზოგადოების განმამტკიცებელი, არაფერი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან”, – განაცხადა გოცირიძემ.