საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსის მქონე ორი პაციენტი გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი იმყოფება, მატ შორის 19 კორონავირუსით ინფიცრებული.

მისივე განმარტებით, ორი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით მარნეულიდან გადაიყვანეს.

ტურძელაძის თქმით, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„იყო 17 და ორი დაგვემატა. ეს ორი არის მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონები. ერთი არის უკიდურესად მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.ორივე დადასტურებულია იქ სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“ ,- განაცხადა ტურძელაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.

banner
წინა სტატიაშირუს ექიმს, რომელიც დღეში რამდენჯერმე ხვდებოდა ვლადიმერ პუტინს, კორონავირუსი დაუდგინეს
შემდეგი სტატიამერია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ხელფასს გადაუხდის