მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს ხელფასს გადაუხდის

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, როდესაც სრულად აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტი მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მძღოლები, კახა კალაძემ აღნიშნა: „ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და ჩვეულებრივად მიიღებენ თავის სახელფასო ანაზღაურებას“.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. ამასთან, სრულად აიკრძალა თბილისის მეტროთი გადაადგილება.

banner
წინა სტატიაშისაუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსის მქონე ორი პაციენტი გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ერთ-ერთ თონეში 800 შოთის პური უფასოდ დარიგდა