რუს ექიმს, რომელიც დღეში რამდენჯერმე ხვდებოდა ვლადიმერ პუტინს, კორონავირუსი დაუდგინეს

რუსეთში, კომუნარკას საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. მას უაკასკნელი დღეების განმავლობაში ხშირი კონტაქტი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან. მედიაში გავრცელდა პრეზიდენთან შეხვედრის ფოტოები, სადაც აწ უკვე ინფიცირებული ექიმი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალზე ახლო დისტანციაზე იმყოფებოდა პუტინთან.

შეგახსენებთ, რომ კუმუნარკას საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი 1 კვირის წინ სტუმრობდა. პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი რეგულარულად იტარებს შემოწმებებს კოვიდ 19-ზე და ამ დროისთვის ყველაფერი ნორმალურადაა.

პროცენკო 44 წლისაა. იგი კომუნარკის საავადმყოფოს პანდემიის გამოცხადებამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც უშუალოდ თვითონ დაიწყო პაციენტების მიღება და დიაგნოსტირება.

გავრცელებული ინფორმაციით, პროცენკოს მდგომარეობა სტაბილურია და იგი ამჟამად კლინიკაში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა
შემდეგი სტატიასაუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსის მქონე ორი პაციენტი გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა