გიორგი გახარია: „სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს“

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ, სამეგრელოში
სტუმრობისას, ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,
სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, რასაც პირველ რიგში,
რამდენიმე კილომეტრში მდებარე საოკუპაციო ხაზი განაპირობებს: „სამწუხაროდ,
სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო
მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა
იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი
კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში მის მნიშვენლობას საოკუპაციო ხაზი
განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ
კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ
არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის რომ ეს
არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითრებაში უნდა ჩატარდეს, ესეც
განსაკუთრბეულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება
ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა“- განაცხადა გიორგი გახარიამ

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში ქალები აბაის ტარებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიათვეში ორმოცდაათ ლარზეც მიცხოვრია, დამწვარ სახლშიც, ქოხშიც, მწყემსების კარავშიც, მაგრამ არასდროს მიფიქრია ვინმეს ხელის ბიჭი გავმხდარიყავი