საუდის არაბეთი მზად არის აშშ-ს თხოვნით სამხედროები სირიაში გააგზავნოს

საუდის არაბეთი არ გამორიცხავს საკუთარი სამხედროების სირიაში გაგზავნას -ამის შესახებ 17 აპრილს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერიშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ერ-რიადში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი წინადადება გაიჟღერებს.
ცოტა ხნის წინ, გაზეთმა The Wall Street Journal (WSJ)-მა გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სირიაში მოკავშირეების სამხედრო კონტიგენტის ფორმირება სურს, რომელიც სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი წინადადებით ვაშინგტონმა მიმართა საუდის არაბეთს, კატარს და გაერთიანებულ საამიროებს.

banner
წინა სტატიაშისირიის დუმაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები ჩავიდნენ
შემდეგი სტატიაკიევი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანაზე დათანხმდა