კიევი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანაზე დათანხმდა

უკრაინამ თანხმობა განაცხადა საკუთარი ტერიტორიიდან მოხდეს დნესტრისპირეთიდან (მოლდოვა) რუსული ჯარის გაყვანა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა ვიქტორ კრიჟანივსკიმ განაცხადა, რომ თანხმობას რუსული ჯარების გაყვანაზე ჯერ კიდევ ლეონიდ კუჩმას პრეზიენტობისას მიაღწიეს, რომელიც 1994-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.

“ჩვენ დღესაც იმავე აზრზე ვართ, რადგან ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ რუსული ჯარები იქიდან გამოყვანილი უნდა იყოს. დღეისთვისაც ეს პოზიცია არ შეცვლილა” – განაცხადა კრიჟანივსკიმ, რომლის თქმითაც, რუსეთს არ სურს დნესტრისპირეთიდან გასვლა და ამისთვის ნებისმიერ რამეს იმიზეზებს.

12 აპრილს მოლდოვას პრემიერმა პაველ ფილიპმა განაცხადა, რომ კიშინოვის სურვილია კიევს შეუთანხმდეს დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანაზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა არმიის 1200 ჯარისკაცი და ოფიცერი დნესტრისპირეთში რუსული იურისდიქციის ქვეშ გადავიდნენ.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი მზად არის აშშ-ს თხოვნით სამხედროები სირიაში გააგზავნოს
შემდეგი სტატიაცნობილ მომღერალს ერდოღანის შეურაცხჰყოფის გამო ციხე მიუსაჯეს