ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისია დუმაში ჩავიდა -ამის შესახები ნფორმაცია 17 აპრილს სირიის სამთავრობო სააგენტო “სანამ” გაავრცელა. თავდაპირველად მათი ვიზიტი 18 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ ერთი დღის გადმოიწია. სპეციალისტები სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს შეისწავლიან, რომელიც, დასავლეთის მტკიცებით, 7 აპრილს მოხდა. მისიის წევრებს ჯერჯერობით არ დაუწყიათ კვლევები. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ჰეიზ ნოიერტმა განაცხადა,რომ დუმაში ზარინი და ქლორი გამოიყენეს. მან, ასევე, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შესაძლებელია, მიმდინარე პერიოდისთვის ქიმიური იარაღის გამოყენების დამამტკიცებელი ფაქტები ნაკლები იყოს, ან სულ არ იყოს – წერს “დოიჩე ველე”.