საუდელ ქალებს “სტარბაკსში” სიარული დროებით აუკრძალეს

საუდელ ქალებს

საუდის არაბეთის დედაქალაქში ერ-რიადი ადგილობრივ ქალებს კაფე “სტარბაკსში” სიარული დროებით აეკრძალათ – ამის შესახებ “ინდეფენდენტი” წერს. გადაწყვეტილება ცოდვის პრევენციის შესახებ კომიტეტმა მიიღო მას შემდეგ, რაც შარიათის გვარდიის პატრულმა აღმოაჩინა, რომ კაფეში ნორმა იყო დარღვეული: ქალების და მამაკაცების ადგილები ერთმანეთისგან კადელით არ იყო გაყოფილი. კაფეს მუშაკთა განცხადებით, კედელი პიკის საათში მომსვლელების სიმრავლის დროს ჩამოინგრა.
შარიათის კანონების დარღვევის პრევენციის გამო, კაფეში კედლის აღდგენამდე ქალებს სიარული დროებით აეკრძალათ.

banner
წინა სტატიაშიან ეხლა ან არასდროს
შემდეგი სტატიაPhotocrowd: მათ კლოსკოვსკი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაური ფოტოგრაფი