სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრაციას ვერ გაივლის 3 დღე გადააგილების საშუალება ექნება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ხორციელდება, რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

ცვლილებების თანახმად, რეგისტრაციას არ ექვემდებარება 2016 წლის 1 მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხენა მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ.

თუ პირმა მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით და არსებობს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს მსუბუქი ავტომობილის ან ავტობუსის საქარე მინაზე დასამაგრებელ სპეციალურ ერთჯერად სტიკერს, რომელიც უფლებას ანიჭებს ავტობუსის ან მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეს/მფლობელს, 72 საათის განმავლობაში გადააადგილოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

რაც შეეხება იმ სატრნასპორტო საშუალებებს, რომელთა რეგისტრაციაც შესაძლებელი იქნება. ცვლილებების თანახმად რეგისტრაციას ექვემდებარება: შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია. ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია. მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მისი ბუქსირებისათვის.

ამასთან, საქართველოში პირველად რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას არ ექვემდებარება: საქართველოს ტერიტორიაზე 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით შემოყვანილი, საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები. სპორტული სატრანსპორტო საშუალებები. სათადარიგო ნაწილებისაგან აწყობილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები. ახლად დამზადებული, თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანაწყობით ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად

აღჭურვილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. გამოცალკევებული (მოხსნილი) ნომრიანი აგრეგატები, რომლებიც არ წარმოადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელ ნაწილს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ქუჩები საახალწლოდ დღეს საღამოს განათდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს