თბილისის ქუჩები საახალწლოდ დღეს საღამოს განათდება

თბილისი საახალწლოდ დღეს, 17:38 საათზე განათდება, – ამის შესახებ “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ამასთან, 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება.
“22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება”, – აცხადებენ მერიაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება
შემდეგი სტატიასატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრაციას ვერ გაივლის 3 დღე გადააგილების საშუალება ექნება