სასტუმრო „პარაგრაფის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასტუმრო „პარაგრაფის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

„პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“, არ არის სასტუმრო „პარაგრაფის“ შტატიანი თანამშრომელი. ის იმყოფებოდა სასტუმროში დროებით, ცხოვრობდა ბათუმში ოჯახთან ერთად. აღნიშნულ პიროვნებას დაუდასტურდა „კოვიდ-19“ თბილისში გუშინ და გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის ცნობილი ბათუმის კლასტერი, მისი ოჯახი იყო ბათუმში, იქ ისვენებდნენ. შესაბამისად, ცნობილი ბათუმის კლასტერია. სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ამასთან, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ოთხ თანამშრომელს, ვინც უშუალოდ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, კვლევა უტარდება.

„პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში. სასტუმრო „პარაგრაფი“ აგრძელებს მუშაობას და რა თქმა უნდა, ახლანდელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მივაწვდით ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლების პასუხი დადებითი იქნება“, – აღნიშნა თამუნა ჯიჯიხიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ნათლად უპასუხა
შემდეგი სტატიაპროკურორი- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა კვალი გააქრეს