სასტიკი მკვლელობა რუსეთის 201 სამხედრო ბაზაზე– უნდა ვიცოდეთ, რა გველის და ვისთან გვაქვს საქმე

რუსეთის 201 სამხედრო ბაზ

tajiketis-baza გთავაზობთ საყურადღებო მასალას რუსეთის სამხედროებზე, რომლებიც მსახურობენ  ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. აღმაშფოთებელია მათი დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გველის და ვისთან გვაქვს საქმე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და ასევე ცუდად ექცევა ადგილობრივ, ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას.

 

ტაჯიკეთში რუსი სამხედროები ეჭვმიტანილები არიან მკვლელობაში

ტაჯიკეთში აღშფოთებულები არიან ახალგაზრდა გოგოს შოირა ჯობიროვას სასტიკი მკვლელობის გამო, რომელიც  4 ნოემბრის ღამეს მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილები არიან დუშანბეში დისპოცირებული რუსეთის 201 სამხედრო ბაზის სამხედროები.

ოფიციალურმა დუშანბემ რუსული მხარისგან მოითხოვა, მიიღოს სასწრაფო ზომები, რომ „ტაჯიკეთში ბაზირებულმარუსეთის სამხედრო ბაზის სამხედროებმა არ დაუშვან ამდაგვარი ამედებები“, – ნათქვამია რუსეთის ელჩის, იგორ ლიაკინ-ფროლოვისადმიტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაცემულოფიციალურ ნოტაში.

„მომხდარი არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრობას და სტრატეგიულ თანამშრომლობას. ტაჯიკური მხარე მოითხოვს რუსული მხრიდან,გააკეთოს ობიექტური შეფასება მომხდარის თაობაზე“ – ნათქვამია სამინისტროს ნოტაში.

ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო, აღმოაჩინეს სანაგვეზე, კოლოფში, რუსული ბაზის სიახლოვეს. როგორც მოკლულის ახლობლებმა თქვეს, გოგონას გატეხილი აქვს ყბა და გვამი მთლიანად დაფარულია სისხლჩაქცევებით.

ტაჯიკეთის შსს რუსულ BBC უთხრა, რომ გოგონა მკვლელობის წინ სასტიკად ნაცემი და გაუპატიურებულიიყო. 22 წლის შოირა ჯობიროვა  მზარეულის დამხმარედ მუშაობდა დუშანბეს ერთ-ერთ კაფეში და  იცნობდა რუს სამხედროებს, რომლებიც ხშირად  მოდიოდნენ სავახშმოდ.

ტრაგედის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც იდიგულ აზიმოვამ, დაღუპულის დედამ დაიწყო შვილის ძებნა, როცა ის სამსახურიდან სახლშიარ დაბრუნდა.

„დაღუპილის დედას ინფორმაციით დაეხმარა ტაქსისტი, რომელმაც უამბო, რომ ერთი გოგონა და 4 რუსი სამხედრო მიიყვანა სამხედრო დასახლებაში, სადაც განთავსებულია  რუსეთის სამხედრო ბაზა. გოგო მთელი გზა ჩუმად იყო, ეტყობოდა, რომ რაღაცით დაშინებული და აღელვებულია, რამაც დააეჭვა ტაქსისტი და დილით, როცა გაიგო, რომ გოგონას ეძებდნენ, ნათესავებს და გამოძიებას მოუყვა ამის შესახებ“ – თქვა გოგონას ნათესავმა აბდუკარიბ ნიზომოვმა.

როგორც მოკვლელობაში ეჭვმიტანილი, დაკავებულია რუსი ოფიცერი ივან შცერბაკოვი, უფროსი ლეიტენანტი, რომელიც დუშანბეში კონტრაქტის საფუძველზემსახურობდა.

წინასწარი მონაცემებით, შჩერბაკოვმა გოგონა დაპატიჟა თავისთან საერთო საცხოვრებელში, სადაც ის მკვდარიიპოვეს.

თავად ეჭვმიტანილი ლაპარაკობს, რომ არაფერი ახსოვს, რადგან მთვრალი იყო.

მე მივმართე რუსეთის 201 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას კითხვით, რატომ არის დაკავებული მხოლოდ ერთი სამხედრო, თუ მოწმეები ოთხს ასახელებენ.მათგოგონა კაფედან, სადაც ის მუშაობდა, ტაქსით წაიყვანეს სამხედრო დასახლების რაიონში, სადაც მდებარეობს რუსეთის სამხედრო ბაზა. სამხედროებმა  მიპასუხეს, რომ სამი დანარჩენი არ არის დაკავშირებული გოგონას სიკვდილთან. ისინი ჩამოვიდნენ სამხედრო ბაზასთან, ხოლო მთავარი ეჭვმიტანილიივან შცერბაკოვია.

წამების წინააღმდეგ  ტაჯიკეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის უფროსმა მაჰმუდ ოდინაევმა დამაკმაყოფილებელ პასუხად არ მიიჩნია რუსი სამხედროების ეს ახსნა-განმარტივება.

„ არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს, როგორ მიჰყავდა ოთხ რუს სამხედროს გოგონა. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ის იყო წაყვანილი ძალით, მას შემდეგ, რაც გოგონა მოკლეს, ის ჩადეს კოლოფში და სანაგვეზე გადააგდეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი შჩერბაკოვი დაკავებულია. აუცილებელია გავიგოთ, რატომ იქცევა ასე რუსული მხარე“ – განაცხადა მაჰმუდ ოდინაევმა, წამების წინააღმდეგ  ტაჯიკეთისსაზოგადოებრივი ორგანიზაციის უფროსმა.

  მიმდინარეობს გარჩევა

სამშაბათს რუსეთის 201 სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ტაჯიკეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილირუსი ოფიცრის დაკავება.

„რუსეთის 201 სამხედრო ბაზის მეთაურობა ტაჯიკეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ატარებს გამოძიებას ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის მკვლელობაში “ – ნათქვამია რუსეთის 201 სამხედრო ბაზის ოფიციალურ  შეტყობინებაში.

ამ მომენტისთვის დუშანბეში, რუსულ სამხედრო ბაზაზე მუშაობს ცენტრალური სამხედრო ოლქის კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს მომხდარი მკვლელობის ყველა დეტალი.

ტაჯიკი გოგონას მკვლელობა არ არის ერთადერთი შემთხვევა ტაჯიკეთში. რუსი სამხედროები ბევრი ისეთი გახმაურებული საქმეების ფიგურანტები არიან, რომლებმაც დიდი რეზონანსი და უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში.

სამხედრო ბაზა

რუსეთის 201 სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 7 ათასამდე  რუსი სამხედროებია.

აგვისტოს ბოლოს, ურალის საოლქო გამსვლელმა სამხედრო სასამართლომ დუშანბეში, ტაქსისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო რუსეთის სამხედროები ილდარ სახაპოვი და ფედორ ბასიმოვი. სახაპოვს მიესაჯა 13 წელი, ბასიმოვს – 17.

2014 წლის 19 აგვისტოს, დუშანბეს მიდამოებში, თავის მანქანაში იპოვეს40 წლის რახიმჟონ ტეშებაევის სხეული, რომელსაც მრავალი ჭრილობა ჰქონდამიყენებული დანით. გამოძიების ვერსიით, ტაქსისტის სასტიკი მკვლელობის საფუძველი გახდა 103 ათასი რუბლის რაოდენობის ვალი, რომელიც ემართა რუს სამხედროს ფედორ ბასიმოვს.

მასიური ჩხუბი

2015 წლის ივლისის ბოლოში, კულიაბში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ატეხეს ჩხუბი ადგილობრივ მოსახლეობასთან და სიტყვიერი შერაცხყოფა მიაყენეს ტაჯიკებს.

ტაჯიკეთის მასმედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედროებმა ჩხუბის დროს ჩაამტვრიეს ახლომდებარე დაწესებულებების და საცხოვრებელი სახლების მინები, დაარბიეს სავაჭრო დახლები და დაჭრეს რამდენიმე ადგილობრივი მოქალაქე.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ რუსი სამხედროები არაადექვატურად იქცევიან, არ მალავენ თავიანთ შოვინისტურ განწყობებს. თუ რუსი სამხედროები ასე გააგრძელებენ, ეს აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას ადგილობრივებსა და სამხედროებს შორის, რაც არც ერთ მხარეს არ წაადგება“ – თქვა  ექსპერტმა ფარვიზ მულოჯანოვმა.

რუსეთის სამხედრო გარნიზონი კულიაბში განლაგებულია ქალაქის ცენტრში და უკავია 40 ჰექტარზე მეტი.

„მთვრალი რუსი სამხედროები არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები ქალაქის ქუჩებში, ისინი ყვიროდნენ, ხმამაღლა მღეროდნენ, იგინებოდნენ, ჩხუბობდნენ. ამასთან, ნახევრად შიშვლები,ტრუსებში და მაისურებში, დადიოდნენ ქალაქში, რაც სრულიად მიუღებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- აღნიშნა საეფ მიზრობმა, ტაჯიკური  დამოუკიდებელი გაზეთის „სსრკ“-ს მთავარმა რედაქტორმა.

კულიაბის სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთხელ მიმართეს  ტაჯიკეთის ხელისფლებას, გადაეტანათ რუსული სამხედრო ბაზა ქალაქგარეთ, რაც შეამცირებდა არასასიამოვნო ინციდენტებს.

„სიტუაცია განსაკუთრებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედროებს მისცეს დიპლომატიური სტატუსი. ეხლა ადგილობრივ სამართალდამცველებს არ აქვთ უფლება მათი დაკავების. იციან რა ეს, ბევრი მათგანი განზრახ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ვერ დასჯიან. რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით მიმართავს უცხოელებს, პატივი სცენ რუსეთის კანონებს, მაგრამ თვითონ არ იცავენ უცხო ქვეყნის კანონებს.ტაჯიკეთში ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან “ – ამბობს საეფ მიზრობი.

 

ამ წლის ზაფხულში, ავღანეთის საზღვრისპირა შურობადის რაიონის ხატლონის ოლქის ადგილობრივმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა, რუსების მიერ სამხედრო პოლიგონ „მომირაკზე“ჩატარებული სამხედრო წვრთნების გამო.  ამ დროს მათ ეკრძალებათ სახლების დატოვება.

ავტომატებიდან გასროლილი ტყვიები სოფლელების სახლებამდე აღწევს. სროლების შედეგად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაიწვა 1000 ჰა მარცვლეული, რამდენიმე ათეული სული რქოსანი პირუტყვი, მაგრამ არც ტაჯიკეთის ხელმძღვანელობამ, არც რუსეთის სამხედრო ბაზამ არანაირი კომპენსაცია არ გამოყო, რათაადგილობრივი მოსახლეობისთვის აენაზღაურებინათ მიყენებული ზარალი.

სამხედრო პოლიგონი „მომირაკი“  განლაგებულია დასახლებული პუნქტების სიახლოვეს, შურობადის რაიონში.

რუსეთის 201 სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში – უდიდესი სამხედრო ბაზაა რუსეთის ფარგლებს გარეთ და ყველაზე დიდი ცენტრალურ აზიაში. მისი ქვედანაყოფები განლაგებულია დუშანბეში, კულიაბში, კურგან-ტიუბეში.201 მოტომრბოლელთა დივიზიაში სამხედროების რაოდენობა 7 000 აღწევს.

მოსკოვმა და დუშანბემ მოილაპარაკეს, გაეგრძელებინათ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო ბაზის იქ დარჩენას 2042 წლამდე.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიწყალდიდობის გამო სოჭი პარალიზებულია+ვიდეო
შემდეგი სტატია,,ტრაბზონსფორმა,, შოთა არველაძე დაითხოვა…