11 ნოემბერს, სოჭში, დილიდან, კოკისპირული წვიმების გამო შეიქმნა საგანგებო მდგომარეობა. დატბორილია ქუჩები, დარღვეულია ტრანსპოტრის მოძრაობა. სოჭის ცენტრში წარმოიქმნა დიდი საცობები, იმდენად მაღალია წყლის დონე ქუჩებში, რომ შედის ავტობუსების სალონებში.
დაგომისში, ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე აღმოსავლეთ დაგომისი, რის შედეგად დაიტბორა პირველი სართულები ორგანიზაციებში, ქალაქში და დასახლებებში საცხოვრებელი სახლების ეზოები.
11 ნოემბერს დილით მაშველებმა, ადლერის მიმართულებით გაწმინდეს ფედერალური ტრას, რომელიც ჩახერგა წაქცეულმა ხეებმა. მაშველები იძულებულები იყვნენ დროებით გადაეკეტათ მოძრაობა.
აეროპორტში და რკინიგზის სადგურებსი სიტუაცია საშტატოა, თვითმფრინავები და მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ. სამოქალაქო თავდაცვისა და მოსახლეობის დაცვის სამმართველოს მონაცემებით, 11 ნოემბერს ქალაქში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელვა, ზოგან კოკისპირული, მთებში სველი თოვლი. მოსალოდნელია მდინარეების გადმოსვლა ნაპირებიდან.
25 ივნისის წყალდიდობის დროს დაიტბორა 736 სახლი, მიღებული ტრავმების გამო ევაკუირებულ იქნა 41 ადამიანი.
https://youtu.be/iOCHQyf_pX8