სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი შესაძლოა გაიაფდეს

მედიკამენტების ფასი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიაფდეს, აღნიშნულთან მიმართებით შესაბამისი მუშაობა უკვე დაწყებულია.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, მედიკამენტების ფასის რეგულირება მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„უნდა გავაფართოვოთ წრე, ვინც მოიხმარს ამ პროგრამით მიღებულ მედიკამენტებს და ასევე დავარეგულიროთ ის ფასები რაც დღეს ბაზარზე არის, რომ დაწესდეს ზღვრული ფასები“-აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე.

“ევროპული საქართველოს” წევრები კი მიიჩნევენ, რომ რეალური ცვლილებისთვის უფრო რადიკალური რეფორმაა საჭირო.

„მოქალაქეების მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაუმჯობესდება, სანამ მედიკამენტი არ მოექცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მედიკამენტი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოხვდეს ამას სჭირდება ამ პროგრამის დიზაინის სერიოზული გადაწყობა“- აცხადებს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაში“საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა და პრაქტიკულად ლეგალური გახდა” -ზოიძე
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიები კომისიის წევრები გლდანის ციხეში ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ