მოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიები კომისიის წევრები გლდანის ციხეში ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ

შესაძლოა იყოს ინფორმაცია, რომელიც მათ სრულად არ გაუცვნიათ სასამართლოსთვის – ეს განცხადება, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.
საგამოძიებო კომისიის წევრები ე.წ. გლდანის ციხეში მივიდნენ. დღეს მსჯავრდებული მოზარდების გამოკითხვა მოხდება.
კანონმდებლების თქმით, საგამოძიებო პროცესის დროს გარკვეული გარემოებები უკვე გამოიკვეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინფორმაცია შეჯერდება და დარწმუნებული არიან, რომ საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანი და შედეგიანი იქნება.
„შეხვედრა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში. მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელთა ნაწილიც მათ სასამართლოზეც მოჰყვნენ. შესაძლოა იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ჯერ ბოლომდე ან სრულად არ გაუცვნიათ სასამართლოსთვის“- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშისასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი შესაძლოა გაიაფდეს
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებული ორი უცხო პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს