“საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა და პრაქტიკულად ლეგალური გახდა” -ზოიძე

ჩვენ ერთის მხრივ მკაცრად დავარეგლამენტირებთ მარიხუანასთან მიმართებაში, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შედეგი – ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით საშიში გადაწყვეტილება მიიღო.
„პრაქტიკულად საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა და პრაქტიკულად ლეგალური გახდა. იურიდიულად ისევ აკრძალულია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი აღარ გვაქვს, რომ ავკრძალოთ მათ შორის არასრულწლოვნებში ამის მოხმარება. ჩვენ ერთის მხრივ მკაცრად დავარეგლამენტირებთ მარიხუანასთან მიმართებაში, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შედეგი,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 400-მდე დასახელების მედიკამენტი შესაძლოა გაიაფდეს