სასაფლაოზე მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ძალადობრივი გარჩევა ზუგდიდში – სოფელ კოკში დაუდგენელმა პირბემა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„თაიმერის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 30 დეკემბერს, საღამოს მალხაზ თორიას მამის საფლავზე მოხდა. ძალადობრივ ფაქტს თორიას მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვრცელედბა ინფორმაცია, რომ დაუდგენელმა პირებმა თორიას ტელეფონი წაართვეს და დაჭრეს მანქანის საბურავები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო, 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება, 151-ე მუქარა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი
შემდეგი სტატიასაახალწლო ნობათები ამჯერად თბილისში ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს გადასცეს