საახალწლო ნობათები ამჯერად თბილისში ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს გადასცეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა ხელფასებით შეძენილი სასურსათო პროდუქტები წინასაახალწლოდ ზუგდიდში, ქუთაისსა და ზესტაფონში მცხოვრებ 240 ოჯახს ჩაუტანეს. ახალი წლის წინა დღეს კი ამანათები თბილისში, იამანიძის ქუჩის N3-ში განთავსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 38 ოჯახს გადაეცა.
კორონავირუსის პირობებში უმაღლეს საბჭოში უკვე ტრადიციადქცეული ჰუმანური აქცია დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია იძულებით გადაადგილებული ადამიანებისაგან ეკონომიკური მხარდაჭერის გარდა მორალურ თანადგომად ფასდება.
სასურსათო პროდუქტები ადრესატებს ამჯერად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა მიუტანეს.
დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა მათთვის აქტუალურ საკითხებზე და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშისასაფლაოზე მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიამალხაზ თორიას ეუბნებოდნენ, რომ მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია – ქემოკლიძე ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე