“სასამართლოს ჯიბეში ჩადებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს დაემართა” – გიორგი თარგამაზე

ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორი, გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მედიაზე მონოპოლიის დამყარება კარგის მომტანი არ იქნება.
„კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ. რუსთავ2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები“ – განაცხადა თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე: ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი”- მიშველაძე რუსთავი 2-ზე