“პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი”- მიშველაძე რუსთავი 2-ზე

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე რუსთავი 2-ის შენობასთან მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტები გაამხნევა და აღნიშნა, რომ ისინი მარტო არ არიან და პრეზიდენტი ყოველთვის იქნება მათი გვერდით მდგომი.
„მე აქ ვიმყოფები როგორც ჟურნალისტი როგორც მოქალაქე და თავისუფალი სიტყვის დამცველი . სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც გვიწევს ჟურნალისტებს ჩვენი, საქმიანობის დაცვა. მე გახლავართ ის ადამიანი, რომელსაც პირველს დამიხურეს გადაცემა. მინდა პირველ რიგში გაგამხნევოთ ყველაფერი ისე არ არის როგორც ახლა ჩანს. მინდა გითხრათ თქვენს გვერდით არ არის მარტო ეს ხალხი ვინც აქ იმყოფება, პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი და ეს თქვენ რამდენჯერმე ეთერშიც დაგიფიქსირათ. ეს არ არის პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია თუმცა ამაზე განცხადებას ის უკვე თვითონ ხვალ გააკეთებს“- განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლოს ჯიბეში ჩადებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს დაემართა” – გიორგი თარგამაზე
შემდეგი სტატიაუბადრუკი განცხადებაა, რომ გადაწყვეტილებას წერდეს დეპუტატი ან მინისტრი – ბესელია