ნიკა მაჭუტაძე: ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას

ისტორიკოსი, პოლიტიკის მეცნეირებათა სპეციალისტი ნიკა მაჭუტიძე

საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
“მთავარი არის ის რომ არ არსებობს არავითარი ქიბარ ხალვაში – არსებობს ბიძინა ივანიშვილი, არ არსებობს არავითარი პარლამენტი – არსებობს ბიძინა ივანიშვილი დღეიდან აღარ არსებობს არავითარი სასამართლო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი სუვერენული შტო იქაც არსებობს ბიძინა ივანიშვილი – ეს გაცხადებული რეალობაა, რომელიც არის საშინელი. რეალობა რომელიც დღეს დადგა და თავის თავში გულისხმობს დემოკრატიის გადაფორმებას, ჩვენ ვუყურებთ პროცესს, როგორ შეიძლება ერთმა მდიდარმა და თავხედმა კაცმა გადაიფორმოს დემოკრატია. მოსპოს დემოკრატიული პრინციპები”- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) “მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება” – ხალვაში “რუსთავი 2”-ს ყიდის?
შემდეგი სტატია“სასამართლოს ჯიბეში ჩადებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს დაემართა” – გიორგი თარგამაზე