სასამართლომ “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა – შესაბამისად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის სამსახური მონიტორინგის ჩასატარებლად ისევ ვერ შევა.

სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ობუდსმენის მიერ 2015-2018 წლებში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიში, სადაც საუბარია ბავშვებისადმი მძიმე და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათი უფლებების სისტემატიურ დარღვევაზე.

მესამე სექტორის შეფასებით, მოსამართლის უარი არალოგიკურია და ის შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული – კომპეტენციის კრიზისი და მიკერძოებულობა.

“ქვეყანაში არსებობს დახურული დაწესებულებები, სადაც ბავშვები არიან იზოლირებულები, იქ თავად სახელმწიოფს არ აქვს უფლება შესვლის, ანუ სახელმწიფოზე მაღლა დგას მეუფე სპირიდონი. არ ვიცი ამაზე მეტი სამარცხვინო სათაური რა უნდა ჰქონდეს ბავშვის უფლებების დარღვევას”, – ამბობს PHP-ს თავმჯდომარე, ანა აბაშიძე.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – მთავრობა შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს სრულად იზიარებს
შემდეგი სტატიადედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება