დედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება

თბილისის მასშტაბით, გარე განათება ათწლიანი გადახდის პირობით განახლდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობისდღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვისდამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს. ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში,ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებშიდაიფარება.

„გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ გარე განათების პროექტზე მუშაობა. ტენდერიჩავატარეთ და გამარჯვებულ კომპანიას დავუკვეთეთ თბილისის გარე განათებისგენერალური კონცეფცია და გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია დაჩაბარებულია. ის ქუჩების განათების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს.თბილისის მასშტაბით იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ,დააკვირდებით, რომ LED სანათები მონტაჟდება, რაც დიდ ეკონომიას იძლევა.თუმცა, ქალაქში ის ყველგან არ არის. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯებათბილისში ღამის განათებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, გარე განათების პროექტის განხორციელების მიზნით,მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს. „დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევაჩატარებულია, ბევრ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. ახლა უკვეგამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურადჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესოწინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალისტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა,დაახლოებით, ერთი წელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშისასამართლომ “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი ფართები კიდევ 55 ოჯახს დაუკანონდება