ტიკარაძე – მთავრობა შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს სრულად იზიარებს

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს სრულად იზიარებს.

„სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი ლოკდაუნი, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მოგახსენებთ, რომ 15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შევძლოთ პროცესის ეფექტური წარმართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის
შემდეგი სტატიასასამართლომ “პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHP) სარჩელი არ დააკმაყოფილა