სასამართლომ დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ.კ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართალდამცველებმა რ.კ 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შსს “თაიმერის” ექსკლუზიურ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით პასუხობს

banner
წინა სტატიაშიფადი ასლის წერილი გიორგი მღებრიშვის
შემდეგი სტატია17 ივნისს, რუსეთში ფეხბურთში კონფედერაციის თასი იწყება