17 ივნისს, რუსეთში ფეხბურთში კონფედერაციის თასი იწყება

2017 წლის 17 ივნისს რუსეთის ძველ დედაქალაქ სანკტ პეტერბურგში ფეხბურთში კონფედერაიის თასის საზეიმო გახსნა გაიმართება, რომელზეც დასწრებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გეგმავს.
კონფედერაციის თასის გათამაშებაში, რომელიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის (რომელიც ასევე რუსეთში 2018 წელს გაიმართება) პრელუდიაა… მასპინძელი რუსეთის, მსოფლიო ჩემპიონი – გერმანიის, ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების გარდა, სხვადასხვა კონტინენტის ჩემპონები – მექსიკის, ჩილეს, კამერუნის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
გათამაშებაში მონაწილე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფად იყოფა, რომლებშიც პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალებში შეხვდებიან ერთმანეთს, სადაც მოგებულ შორის დავაში კონფედერაციის თასის მფლობელი გაირკვევა. A ჯგუფი: რუსეთი, ახალი ზელანდია, პორტუგალია, მექსიკა B ჯგუფი: კამერუნი, ჩილი, ავსტრალია, გერმანია კონფედერაციის თასის ტურნირი, რომელიც 17 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება, გარკვეულწილად მსოფლო ჩემპიონატისათვის რუსეთის მომზადების დონესაც განსაზღვრავს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგად სოხუმში სამი მდინარე გადავიდა კალპოტიდან