სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ სცნო

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,,ზ“ ქვეპუნქტებით არის გათვალისწინებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კობა ანთიასა და ონისე ლაგვილავას სასჯელის სახედ და ზომად ოთხი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ამნისტიის აქტის გამოყენებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ და საბოლოოდ, სასჯელის სახით, სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე, ორი წლისა და სამი თვით, თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ.

banner
წინა სტატიაში“ეს კვლავ რჩება ჩვენი შეშფოთების საგნად”- სახელმწიფო დეპარტამენტი გიგი უგულავას საქმეზე
შემდეგი სტატიაპარლამენტის კვოტით წარდგენილმა ზაზა რუხაძემ საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეობაზე უარი განაცხადა